კრიტიკის ქარცეცხლში გავდივართ ამ ყველაფერზე. [ტრანსპორტის შეზღუდვის] გადაწყვეტილება რომ არ მიღებულიყო, დღეს, ჩვენი პროგნოზით, უნდა გვქონოდა 7-8 000 ახალი შემთხვევა ქვეყანაში. დღეს გვაქვს 5 900, წესით, სამშაბათის სინდრომია, კვირად დაგროვილი. გუშინ უკვე 47 000 ტესტის ფონზე გვქონდა 5 900. ხვალ, დიდი ალბათობით, ჩვენი პროგნოზირებაა, ხვალ და ზეგ ეს ისევ ქვემოთ წამოვა. დავაკაკუნებ, არ მინდა, რომ შევცდე. დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ოდნავ, პატარა პროცენტით სტაბილიზირდება, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 4 დღეა, აღარ იზრდება. ზრდის ტენდენცია უკვე აღარ არის. ეს დამაიმედებელია იმის, რომ იქნებ გადავდივართ ამ პიკს და წამოვალთ ქვემოთ.
[ტრანსპორტზე შეზღუდვა] 4-მდე არის დადგენილი. [გახანგრძლივება] დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი როგორ გვექნება, რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც რთულადაა საკითხი - სიკვდილიანობა.