ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2021

ენმ-ს შიდა კვლევა ზუგდიდში: ანზორ მელია - 39%, მამუკა წოწერია - 32%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგის მიხედვით, ენმ-სა და ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერილ მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას 39% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს, მამუკა წოწერიას - 32%, პარტია საქართველოსთვის კანდიდატს - 21%, ხოლო სხვა კანდიდატებს - 8%.

შიდა კვლევის შედეგები თამარ კორძაიამ წარმოადგინა და თქვა, რომ მასში მონაწილე ადამიანები პირისპირ გამოიკითხნენ. მისივე თქმით, ენმ არ აპირებდა ამ შედეგების გასაჯაროებას, თუმცა გადაწყვეტილება ხელისუფლების ქმედებებისა და ქართული ოცნების "აღვირახსნილი კამპანიის" გამო შეცვალეს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ, 25 აგვისტოს, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მათ მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა.

კომენტარები