სასწავლო პროცესი სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 31 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა, ეს შეეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.