ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკაში დაუდასტურეს.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის ინფორმაციით, მოზარდს სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
"პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის - ჰიდოსეფალია, ჰემეპარეზი, სეფსისი. შემოყვანილი იყო თბილისიდან, მოიყვანა სასწრაფომ, შემოსვლისთანავე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი სიმძიმის შეფასების შემდეგ". - ამბობს რეხვიაშვილი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 120 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 149 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7 867 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 565 957-ია. გამოჯანმრთელდა 519 673 პაციენტი.