ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: II დოზით ჯერ არ ავცრილვარ, როცა მომიწევს, მაშინ გავაცნობ მედიას

"არა" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, აიცრა თუ არა მეორე დოზით. კითხვას, როდის გეგმავს ვაქცინის გაკეთებას, ტიკარაძე აღნიშნავს - "ავიცრები". TV იმედის წამყვანი მას ჩაეკითხა, როდის უწევს, რაზეც მინისტრმა უპასუხა - "როდესაც მიწევს, მაშინ გავაცნობ მედიას. მე შევპირდი მედიას, რომ მეორე აცრაც იქნება მათი თანხლებით".

ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს, საჩხერის საავადმყოფოში აიცრა.

ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდგომ, მინისტრს 1-ელ ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსისგან კი 16 ივნისს განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 ივლისს თქვა, რომ მოქალაქეები კორონავირუსით ინფიცირებიდან აცრას 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში შეძლებენ, შესაბამისად, ამ პერიოდიდან ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის მეორე დოზის მიღება უკვე შეეძლო.

კომენტარები