ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 33%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია – 25%-მა, გიორგი გახარია - საქართველოსთვის – 10%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:
- ლეიბორისტული პარტია - 6%
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 4%
- ლელო - 3%
- ხალხისთვის - 3%
- პატრიოტთა ალიანსი - 3%
- მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
- ევროპული საქართველო - 2%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2%
- ერი - ლევან ვასაძე - 2%
- დროა - ელენე ხოშტარია - 1%
- მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
- სხვა - 2%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.