ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.71% იყო, 2014 წელს – 34.64%.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 45.77% იყო, 2012 წელს კი – 53.0%.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021