არჩევნები 2021

ოცნება – 46.6%, ენმ – 31.1%, საქართველოსთვის - 7.7% – ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ხმების 46.6% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 31.1%, ხოლო საქართველოსთვის 7.7%. 

შედეგები მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალურ და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).

  • ლელო – 2.6%, ცდომილების ხარისხი +/- 0.20%
  • ევროპული საქართველო  – 1.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.27%
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.12%
  • მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 1.4%,  ცდომილების ხარისხი +/- 0.21%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება  – 1.4%; ცდომილების ხარისხი +/- 0.17%

  • შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%

  • გირჩი – 1.0%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%

რაც შეეხება თბილისში პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარებულ არჩევნებს, თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება 39.7%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 28.3%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის 8.8% მიიღო.

ISFED-ის ხელმძღვანელის ნინო დოლიძის თქმით, მერის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

     

        კომენტარები