ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ცნობით, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ. ინფორმაცია დმიტრი გორდონმა თავის Instagram-ზე დაადასტურა.
"უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს და მის მეუღლეს ლესიას, ასევე ჟურნალისტს, ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან". – წერს ხატია დეკანოიძე.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.