არჩევნები 2021

რუსთავის საარჩევნო უბანთან პოლიციამ ენმ-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანთან პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და ადგილიდან წაიყვანეს. ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, პოლიციას კაპანაძის დაკავების სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.

"კომისიის თავმჯდომარემ არასამართლიანად გადაწყვიტა, რომ უბანი უნდა დაატოვებინოს პოლიციამ კაპანაძეს. კანონი იძლევა საშუალებას, რომ უბანი დაატოვებინონ, მაგრამ გიორგი კაპანაძე დააკავონ, წაიყვანონ და საერთოდ ჩამოაშორონ არჩევნებს, ამის არც საფუძველი არსებობს, არც კანონი არანაირი ინტერპრეტაცია იძლევა ამის საფუძველს. ჩვეულებრივი ძალადობაა, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად ხალხის პროტესტი გადაფაროს". – თქვა ბობოხიძემ.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები