არჩევნები 2021

მდინარაძე: ჩვენი მომხრეების აქტიურობის შემთხვევაში იმ 2 მუნიციპალიტეტშიც გავიმარჯვებთ

დარჩენილია 2 საათზე ნაკლები ხმის მიცემის პროდეცურის დამთავრებამდე და ჩვენი მომხრეების და ამომრჩევლების მაქსიმალური აქტივობის შემთხვევაში იმ 2 მუნიციპალიტეტშიც გამოირიცხება რისკები და იქაც გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე. არც ერთ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში არ ჩავაყენებ წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატს და არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს. გავიმეორებ, მართლაც არის ასეთი ორი მუნიციპალიტეტი, შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს მართებს მაქსიმალური აქტიურობა და ამ შემთხვევაში ყველა მუნიციპალიტეტში მივიყვანთ გამარჯვებას ბოლომდე. 

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. დღეს, ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ოცნების კანდიდატები მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები კი 2 მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%-იან ზღვართან. 

კომენტარები