არჩევნები 2021

კობახიძე: სახელმწიფოებრივად ვინც აზროვნებს, მოვუწოდებთ, საპარლამენტო დებატებში ჩაერთოს

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია და პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს. ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მოვუწოდებთ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთოს და ამ დებატების მთავარი ადგილია საქართველოს პარლამენტი. ვინც სახელმწიფოებრივად მოქმედებს, ჩვენს მოწოდებას გაითვალისწინებს. სათანადო დისკუსიები გვჭირდება იმისთვის, რომ ერთად განვავითაროთ ქვეყანა, რომელსაც წინსვლა სჭირდება. ამისთვის პარლამენტს განმსაზღვრელი როლი ეკისრება, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, საპარლამენტო დებატებში ჩაერთონ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის სესიაზე. 

კომენტარები