პენსიონერები, რომლებიც 1 იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
"დღეიდან 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ". - ამბობს ღარიბაშვილი.