Covid 19-ით კიდევ 82 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 166 ტესტი და დადასტურდა 1 820 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6 017 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.02%, ბოლო 7 დღის 9.52%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.97%.
ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან თბილისში 820 გამოვლინდა, აჭარაში - 96, იმერეთში – 375, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 87, გურიაში – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 123, კახეთში – 86, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 52 429.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 785 911 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 722 399 პაციენტი და გარდაიცვალა – 11 057.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.