Covid 19-ით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 26 588 ტესტი და დადასტურდა 3 201 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.04%, ბოლო 14 დღის - 9.15%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.19%.
ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 383 გამოვლინდა, აჭარაში - 141, იმერეთში – 536, ქვემო ქართლში – 187, შიდა ქართლში – 244, გურიაში – 111, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 263, კახეთში – 155, მცხეთა-მთიანეთში – 60, სამცხე-ჯავახეთში – 93 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 923, საიდანაც 6 611 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 084 - Covid სასტუმროში, ხოლო 39 228 - საკუთარ სახლში.
მძიმე პაციენტია 1 691, მათგან 377 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 822 383 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 763 755 პაციენტი და გარდაიცვალა – 11 679.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.