Pussy Riot

მოსკოვში Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა დააკავეს

მოსკოვში ფემინისტური პანკ ჯგუფის Pussy Riot წევრი, მარია ალიოხინა დააკავეს. ალიოხინას ვერსიით, დაკავების მიზეზი 2015 წელს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს შესახებ გამოქვეყნებული პოსტი გახდა, სადაც ის ლუკაშენკოს რეჟიმს ფაშიზმს ადარებდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია ალიოხინამ Instagram-ის პირად გვერდზე წინასწარ, თავადვე გამოაქვეყნა.

"ახლა სახლიდან გავალ და მე დამაკავებენ, წამიყვანენ პოლიციის განყოფილებაში და მომისჯიან 15 დღეს. რისთვის? არაფრისთვის. 2015 წელს ლუკაშენკაზე გამოქვეყნებული პოსტისთვის". - წერს ალიოხინა.

ალიოხინამ იცოდა, რომ მას სახლთან უთვალთვალებდნენ და სამართალდამცველები ელოდებოდნენ. გასვლამდე აქტივისტი ადვოკატებსა და ჟურნალისტებს დაელოდა. მარიას დაკავებას, მისი ერთ-ერთი ადვოკატი დანიელ ბერმანი ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ალიოხინას 2021 წლის სექტემბერში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე სახლის დატოვება, მოსკოვიდან გასვლა და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალეს.

კომენტარები