პოლიტიკური კრიზისი

მეუფე სტეფანე: ასეთი შერიგებები ხშირად ომით მთავრდება

ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ახლა დავდგებით და ღმერთის გარეშე ვიტყვით, რომ ჩვენ შერიგებულები ვართ და ყველაფერი, რაც მოხდა იყო საჭირო?! რას ნიშნავს, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან? ესეიგი, ჩვენ არავინ არაფერზე ბოდიში არ მოვიხადეთ, ვინც რა დააშავა, არავინ არაფერზე თქვა, რომ მე არასწორად მოვიქეცი, ეს ყველაფერი წაიშალოს და დაიწყოს სუფთა ფურცლიდან?! ესეთი შერიგებები ხშირად ომით მთავრდება და ამიტომ ჩვენ ასეთი შერიგება, რომელიც ღვთის გარეშე არის, არ უნდა მივიჩნიოთ შესარიგებელ საფუძვლად. 

თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 16 დეკემბერს ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა.

კომენტარები