კრიმინალი

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ავტომობილში იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს. 

დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, დავით გოგოძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები