არცერთ ავტორიტარულ რეჟიმს შიმშილობის გამო ძალაუფლება არ დაუთმია. შიმშილობა რაღაც ვითარებაში შეიძლება ყოფილიყო კომპონენტი, ეგეც სადაოა, როდესაც სხვა ფაქტორებიც წნეხის არსებობს და ჩვენ, დღეს გვაქვს საპირისპირო ვითარება, როდესაც გავრილოვის ღამისგან განსხვავებით, როდესაც თავდაცვით მდგომარეობაში იყო ივანიშვილის რეჟიმი, იმიტომ, რომ ნახა ფართო საზოგადოების პროტესტი. არაპარტიული ხალხის, არა თუნდაც პოლიტიკურად აქტიური სამოქალაქო ჯგუფების, ან მედია ჯგუფების, არამედ უფრო ფართო, რამაც შეაშინა და სამართლიანად, სწორად შეაშინა. საერთაშორისო წნეხიც თანმიმდევრული და კომუნიკაციის გამო იზრდებოდა. სამწუხაროდ, კოვიდმა გადაარჩინა ისინი ამ ვითარებისგან და უკვე მაგის შემდეგ, 2020 წლის და ამ არჩევნების შემდეგ, ბევრი შეცდომის შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა დაუშვეს სხვადასხვა ეტაპზე, ახლა არის ძალის დემონსტრირების რეჟიმში. შიმშილობა არის სასოწარკვეთა უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში უბრალოდ ბურთის გადაგდება, რომ იმ მომენტში გადარჩე პოლიტიკურად, შენი პარტიის შიგნით, მეტი არაფერი არ არის ეს. ივანიშვილის რეჟიმი არის ახლა ძალის დემონსტრირების რეჟიმში, ცდილობენ მაქსიმუმი ამოწურონ ამ ვითარებიდან, რომ დემორალიზება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ხალხის, რომ დიდი ხნით საფრთხე შეიმცირონ. სამწუხაროდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ამ ეტაპზე და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო გააღრმავონ.
tbl.ge/5t4c
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს თავჯდოამარემ გიგა ბოკერიამ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს "მასობრივი შიმშილობა" დაიწყეს.
გიგა ბოკერიაევროპული საქართველოევროპული საქართველო 2021ენმმიხეილ სააკაშვილის დაკავებაპოლიტიკური კრიზისი
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს