უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდება, მის მიღებს კი უკვე 50 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ.
"გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე". – თქვა ღიბრაძემ.
თავდაპირველი გადაწყვეტილებით, წახალისების პროგრამას 31 დეკემბრამდე უნდა ემოქმედა და მასში ჩრთვა მხოლოდ 60 წლის ზემოთ მყოფ პირებს შეეძლოთ.
28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 39.4%, ერთი დოზით – 44.6%.