საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 059 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 514 პაციენტი.
დღიური დადებითობა 5.46%-ია, ბოლო 7 დღის - 5.09%, ბოლო 14 დღის კი 5.65%
2 514 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 226 დადასტურდა, აჭარაში - 232, იმერეთში - 304, ქვემო ქართლში - 119, შიდა ქართლში - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 148, კახეთში -134, მცხეთა-მთიანეთში -62, სამცხე-ჯავახეთში - 46, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -21.
29 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 514 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 890 733 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 707 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 26 078 აქტიური შემთხვევაა.
1 231 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 542 მკურნალობს, აჭარაში - 121, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 296 პაციენტია, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.