ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს და სუბიექტურიც, რის გამოც ბოლომდე ჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები – ექსპერტიზები ამოღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ასე შემდეგ. ალბათ მიხვდით – დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში, რომელშიც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს, იქნებიან ჯანმრთელები და ვფიქრობ, ეს მომენტი მალე დადგება. ერთ-ერთი დასაკითხი, მთავარი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობის კურსს, ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში.
tbl.ge/5td9
დაკოპირდა
თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 2020 წლის 6 ნოემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამავე თემაზე
- სკოლებს მთელი ღამე ვამოწმებდით, ასაფეთქებელი არ აღმოგვიჩენია - სუს
- "ამ დრომდე აღმოჩენილი არაფერია" - სუს-ი თბილისის სკოლებზე ტერაქტის მუქარას სწავლობს
- სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2 ქართველი წევრი დააკავა
- სუს: ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დავაკავეთ
- სუს: ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს