ენერგეტიკა

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგური ამუშავდა

Sungrow Power Supply

Huaneng Power International-მა ჩინეთის შანდონგის პროვინციაში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე ფოტოვოლტაიკური ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.

320 მგვტ-იანი ელექტროსადგური უკვე ქსელში ჩაირთო. სადგურს წლიურად 550 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლება.

ელექტროსადგური დაკავშირბული იქნება 100 მეგავატიან მზის ენერგიაზე მომუშავე მცურავ ფერმასთან და 8 მგვტ.სთ-იან ენერგიის საცავთან.

2020 წლის მონაცემებით, ჩინეთში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების წილმა 27% შეადგინა - საერთო დადგმული სიმძლავრე კი 900 გიგავატია. მიუხედავად განახლებადი ენერგიების წილის ზრდისა, ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების უდიდესი წყარო ქვანახშირია, ამ რესურსზე გამომუშავების 60%-ზე მეტი მოდის, საერთო დადგული სიმძლავრე კი 1040 გიგავატია.

კომენტარები