ოქროს გლობუსი

ოქროს გლობუსი: წლის საუკეთესო ანიმაციად ენკანტო დასახელდა

Medium

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2021 წლის საუკეთესო ანიმაციად Disney-ს ენკანტო დაასახელა და ნამუშევარს ოქროს გლობუსი გადასცა.

ენკანტო კოლუმბიის მაღალ მთებში მიმალული, საოცარი, მოჯადოებული ადგილია. მთავარი გმირი მირაბელ მადრიგალია, დიდი ოჯახის ერთდერთი წევრი, რომელსაც მაგიური ძალა არ გააჩნია, გოგონა საყვარელი ადამიანების გადასარჩენად სახიფათო თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის იწყებს. Encanto კინოსტუდია Disney-ს მესამოცე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 

იმავე კატეგორიაში იყო წარდგენილი Disney-სა და Pixar-ის ერთობლივი ნამუშევარი ლუკა.

ოქროს გლობუსის ისტორიაში დისნეის ანიმაციურ სტუდიას 12 ნომინაცია და სამი ჯილდო აქვს მიღებული. 

ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

ენკანტოს ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები