პოლიტიკური კრიზისი

ჩერგოლეიშვილი: ქართული პოლიტიკური სპექტრი სავსეა ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით

მეც ძალიან მინდა ამ რეჟიმის მოშორება, ძალიან მინდა, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ნატვრის ხე ხომ ყველას ნანახი გაქვთ. ახლა მე რომ ელიოზივით ავიღო რაღაც შუშა, ან რაღაცაში შევიფუთო, ჩავწვე წყალში და ვთქვა, რომ ვებრძვი ბიძინას და ვლანძღო ყველა, ვინც მეტყვის, რომ ეს შედეგს არ მოიტანს, ვუთხრა, რომ მაშინ თქვენ რას აკეთებთ ამისთვის და მე წყალში მაინც ვწევარ. ეს ხომ არის ძალიან დიდი ინფანტილიზმი. რასაც ახლა ვხედავთ, რომ გვგონია, სადღაც კილომეტრების იქით პროცესი აქ ხალხს გამოაღვიძებს, ესეც არის პოლიტიკური კლასის, პოლიტიკური ელიტის უმწიფრობის შედეგი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკური სპექტრი და მათი სატელიტებიც, მათ შორის, უდიდესი ნაწილი სავსეა ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაც სამყაროში ხდება, ყველაფერი ხდება ან მათ წინააღმდეგ, ან მათთვის. ბავშვები არიან მასეთები, სამყარო მათ ან აბრაზებს, ან ეფერება. ამაში ვართ გაჭედილები.

ამის შესახებ ისაუბრა ტაბულას დამფუძნებელმა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველზე.

კომენტარები