კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეიძლება, თებერვლის პირველ დეკადაში დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს

ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება, დაახლოებით, 20-30%. ანუ დღიურად შეიძლება გვქონდეს 10 000-12 000, 15 000-მდე შემთხვევის დატვირთვა. დარწმუნებული ვარ, ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ერთდროულად გვქონია 6 500-მდე შემთხვევა აგვისტოში.

დღევანდელი მონაცემებით, ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან 10%-მდე, მაშინ, როცა დელტას დროს ეს მაჩვენებელი იყო 12-15-20%. ჩვენ დელტას დროს, დაახლოებით, 17-18% გვქონდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, უფრო აგრესიულად და უფრო მძიმედ მიმდინარე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები