ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ მთელმა საზოგადოებამ. ასეთი სასამართლოს, ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო მართლმსაჯულება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მართველობა ამ ქვეყანაში მისი ხელმძღვანელობით, ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, დამთავრდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლობას ამ ქვეყანაში. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა და ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, სანამ ყველა მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებს, მის ღირსებას იცავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. [...] როგორც ბადრიმ თქვა, გპირდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენთაგანში, მაგრამ დახშული, მიმალული, შეშინებული. ეს უნდა გამოვაღვიძოთ, უნდა დავივიწყოთ მტრობა, გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო და საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული ქვეყანა.
tbl.ge/5tp6
დაკოპირდა
ამის შესახებ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ ხაზარაზე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისაუბრა. ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ არ დააპატიმრებენ.
მამუკა ხაზარაძელელოლელო 2021ავთანდილ წერეთელიბადრი ჯაფარიძესასამართლოპოლიტიკური კრიზისიხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
ამავე თემაზე
- "უზენაესში ბრალდება ვერ დადასტურდა, ფულის გათეთრება არ ყოფილა" — ხაზარაძე
- სააპელაციომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- პაპუაშვილი ჯაფარიძეზე: კანონით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე
- ბოკერია: ახლა რომ არ დაიჭირეს 2 პოლიტიკური ლიდერი, არ ნიშნავს, რომ არსებითად წინ წავიწიეთ
- ხაზარაძე: ვთხოვ დამოუკიდებელ იურისტებს, დღევანდელი სასამართლო პროცესის შეფასება გააკეთონ