დევნილები

ლომჯარია აზარაშვილზე: გამოძიება 1 დღის დაწყებულია, არასწორია წინასწარ განცხადების გაკეთება

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიების დასრულებამდე დევნილი კაცის თვითმკვლელობის უბედურ შემთხვევად შეფასება ცალსახად არასწორია და ამაზე არც გარემოებები მიუთითებს.

"ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვლაფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში, მითუმეტეს, რომ მე გავესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს", - თქვა ლომჯარიამ.

დღეს, 17 იანვარს, ჯანდაცვის მინსიტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მედიას მოუწოდა, რომ დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ და თქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო".

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

კომენტარები