ახლა რომ დავიტრაბახოთ, რომ ცალცალკე ჩვენ ამას გავაკეთებთ, პრობლემებს მოვერევით, ეს იქნება ტყუილი. სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ შენო ნაციონალური მოძრაობის პარტიის დამცველი ხარო. არასდროს ვაკადრებ ჩემს თავს, რომ რომელიმე ერთი პარტიის დამცველი ვიყო. მე ვარ 600 000 დასავლური ვექტორის ამომრჩევლის გულშემატკივარი და დამცველი. ევროპულ საქართველოს მე ვგულშემატკივრობ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მაქვს უკმაყოფილება გიგა ბოკერიასთან. დასავლურ ვექტორად ვთვლი, რასაც ვერ ვიტყვი ვიღაც ლიდერებზე, რასაც ახლა ვერ ვიტყვი.
tbl.ge/5u0k
დაკოპირდა
ამბობს კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი TV პირველთან ეთერში. თაკო ჩარკვიანი ევროპული საქართველოს და მისი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მიმართ აქამდე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდა. მან არაერთხელ თქვა, რომ გიგა ბოკერია "მოღალატეა". "განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად! რეინკარნირებას აპირებს".- ამბობდა ჩარკვიანი 20 ნოემბერს.
ამავე თემაზე
- თაკო ჩარკვიანი: მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია
- ჩარკვიანი ბუაძეს: ასე ისაუბრეთ თქვენს მევახშე ლიდერთან
- ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს: უზრდელი ხართ – გამიხარდება, ქეთელაურივით იქცეოდეთ
- ჩარკვიანი ევროპულ საქართველოს: მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ ნულები
- ჩარკვიანი: ამ წამს გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ წამოვიდეთ