კორონავირუსის რეგულაციები

საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდ ნაწილს მოხსნიან

საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდ ნაწილს მოხსნიან, თუმცა, ვაქცინის საშვის საჭიროება და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში დარჩება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა ისაუბრა.

როგორც კასტექსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინის საშვი ძალაში 24 იანვრიდან შევა. მომდევნო კვირიდან არავაქცინირებული ადამიანები PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ვერც ვირუსის გადატანის ახალი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტით რესტორნებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა დაწესებულებებში ვეღარ შევლენ. მსგავს დაწესებულებებში ადამიანებს მხოლოდ ვაქცინაციის საშვის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.

2 თებერვლიდან სპორტულ მოედნებსა და სხვადასხვა ტიპის სტადიონებზე მაყურბლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა სრულად მოიხსნება. გაუქმდება სახლიდან მუშაობის ვალდებულებაც, თუმცა, ეს შეზღუდვა კვლავ რეკომენდირებული იქნება. გარდა ამისა, ადამიანებს ღია სივრცეებში პირბადის ტარებაც აღარ მოუწევთ.

16 თებერვლიდან კი ადამიანებს სტადიონებზე, კინოთეატრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვების , ბარებში კი ფეხზე დგომისას დალევის უფლება დაუბრუნდებათ. გაიხსნება ღამის კლუბებიც, თუმცა, მთავრობას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მოუწევთ თუ არა ადამიანებს კლუბებში პირბადის ტარება.

კომენტარები