კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამწუხაროდ, 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით

მთლიან ინფიცირებაში, ანუ 1 300 000 ადამიანი რომ არის დაინიფიცირებული ქვეყანაში, აქედან, 31 დეკემბრის მონაცემებით, 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი, რა თქმა უნდა, იანვარში ეს პროცენტი გაიზრდებოდა უფრო მეტად, რადგან იანვარში სერიოზული გავრცლეება გვაქვს ომიკრონის. მხოლოდ იანვარში გვაქვს 390 000 ახალი შემთხვევა [...] სამწუხაროდ, 31 დეკემბრის მონაცემით, 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები