კრიმინალი

შსს: ქუთაისში დავაკავეთ არასრულწლოვანი, რომელმაც არაფხიზელ კაცს სცემა და ტელეფონი გასტაცა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები