დიღმის მასივში კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 1 ადამიანი. სავარაუდოდ, აფეთქება დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებული 60-წლამდე კაცია, ის რეანიმაციაშია გადაყვანილი.
"დამწვრობა აქვს მიღებული სახეზე, ორივე მტევანზე, წინა მხრებზე, გულმკერდის ორივე მხარეზე. 20%-ია თერმული დაზიანება მე2-მე-3 ხარისხის, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული დაზიანება. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა". - ამბობს ის მთავართან ინტერვიუში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებით გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.