2 აპრილის შუალედური არჩევნები

მდინარაძე ჯაფარიძეზე: ჩვენს გადაწყვეტილებას რუსთავის საზოგადოება დაუსვამს ბეჭედს, შანსი 0-ია

ახლა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, დაუჭერს თუ არა ნაცმოძრაობა მხარს ბადრი ჯაფარიძეს. მე მგონია, რომ დაუჭერს, იმიტომ, რომ ეს ერთი ორგანიზმია. ამ შემთხვევაშიც 0 იქნება მისი შანსები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ თუ სხვა ოპოზიციური კანდიდატები დააყენებენ, კიდევ უფრო ნაკლები შანსია, 0-ს ქვემოთ შანსია მისი წარმატების. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის იურიდიული საფუძველი და პოლიტიკური მიზანშეწონილობა კარგად ავუხსენი და, მგონი, ბოლოს გაიგეს, ამ ჩვენს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ლელოს ერთ-ერთი ლიდერზე, ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, ის პარტიამ შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა

კომენტარები