ლარის კურსი

ლარი დოლართან 3.42 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.83 თეთრით გამყარდა

16 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9934 ლარია, ევროსი კი – 3.4065 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.42 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.83 თეთრით.

ბოლო პერიოდში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, ბოლო დღეებში კი, ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ მერყეობს. რამდენიმეკვირიან გამყარებას თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებს და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებს, ვიდრე ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

კომენტარები