მე იმ დღეს ორი კომენტარი გავაკეთე, პირველზე ახლა კიდევ ერთხელ აღვნიშნე თუ რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, თუ სინამდვილეში ეს იყო კომენტარების მიზანი, რომელიც გაკეთდა, გულწრფელად არ ვიცი, რადგან ეს არ განმარტებულა, რა იყო უსამართლო ამ ორ განცხადებაში. ჩემთვის რთულია, გავაკეთო კომენტარი ამ კომენტარებზე. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ეს არის ის, რაზეც ევროკავშირი მტკიცედ მუშაობდა, რათა უზრუნველეყო, რომ პარლამენტი რამდენადაც შესაძლებელია ინკლუზიური ყოფილიყო. ეს იყო ფასილიტაციისა და მედიაციის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც აისახა 19 აპრილის შეთანხმებაში და ა.შ. რა იქნება ამის შედეგი, ვიხილავთ, რადგან ასევე საკითხავია, როგორი გავლენა ექნება ამას პარლამენტის მუშაობაზე, ფრაქციების შექმნაზე და ა.შ. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება.
ქართული ოცნება
ჰარცელი კობახიძეზე: მარტივი მათემატიკაა, რაც ნაკლები მანდატია, მით ნაკლებია პლურალიზმი
tbl.ge/5v94
დაკოპირდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ქართული ოცნების თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის შესახებ ჰარცელის კომენტარებს უსამართლო და არაობიექტური უწოდა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ