კორონავირუსი და შეზღუდვები

უცხოელები საქართველოში შემოსვლას PCR-ით შეძლებენ – ქართველთათვის მცირდება იზოლაციის ვადა

AP

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაშიც შეძლებენ. უწყებათაშორისი ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან აცრილები და არც PCR ტესტის პასუხს წარადგენენ, თვითიზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა.

"პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით – ერთი არის ვაქცინაცია და მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც შემოდიან ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინაციის. თუ არც ერთი და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე. თუ მოქალაქეს აქვს PCR ტესტი, ეხსნება მესამე დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება". – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები