უკვე ყველამ ნახეთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ უმკაცრესად დაგმეს. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა რა საფრთხეს უქმნის ყველას.
ევროპელ ლიდერებს კონსულტაცია აქვთ პარტნიორებთან იმაზე, თუ რა უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციას საქართველოს მთავრობასთან, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა იქნება შესაბამისი დასკვნა ამ სიტუაციიდან.