რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ, ლიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტეს

EPA-EFE / MARTIN DIVISEK

იაპონიამ, ლიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის მოქალაქეებისთვის იზების გაცემა შეწყვიტეს. ინფორმაციას სააგენტო Tass ავრცელებს. ლიტვამ და ლატვიამ რუსეთიდან კონსულტაციებისთვის გამოიხმეს ელჩებიც. ჩეხეთმა რუსეთში რამდენიმე საკონსულო დახურა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები