რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი წუხს საქართველოსა და მოლდოვის სამომავლო ბედზე

ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. ამის შესახებ ლე დრიენი რადიო France Inter-ს ესაუბრა.

"ეს ტოტალური ომია. პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინა ქვეყნების რუკიდან ამოიღოს". - თქვა ლე დრიანმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე ნერვიულობს თუ არა საფრანგეთი ისეთ ქვეყნებზე როგორებიც არის საქართველო და მოლდოვა, ლე დრიანმა უპასუხა, რომ საფრანგეთი "შეწუხებულია" საქართველოსა და მოლდოვის მომავალზე და მათ წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო თავდასხმის გამო.

კომენტარები