რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლადარია: საქართველოს ანექსიის დღეს ღარიბაშვილმა აფრინა მოსკოვში დეპეშა

ტრაგედიიდან ფარსამდე ნაბიჯი გადადგმულია:

23 თებერვალს, რუსული არმიის დღეს პუტინმა წამოიწყო თვითმკვლელი ოპერაცია.

25 თებერვალს, საქართველოს ანექსიის დღეს, ღარიბაშვილმა აფრინა მოსკოვში დეპეშა.

წერს Facebook-ზე ილიაუნის პროფესორი, თეოლოგი ნოდარ ლადარია. 25 თებერვალს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაზე ლაპარაკისას თქვა, რომ "ომი ვერ იქნა აცილებული, ყველაზე მეტად ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება". მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. გარდა ამისა, პრემიერმინისტრის აზრით, "ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, მშვიდობას ეროვნული პოლიტიკით მივაღწიეთ". მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან "უკრაინაში ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემი არ არის" და "საჰაერო სივრცე დაკეტილია". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".

კომენტარები