რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოპარეს

ხერსონის ოლქში, კახოვკასთან უკრაინელმა ბოშებმა რუს ოკუპანტებს ტანკი მოპარეს. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს. 

შემთხვევა ხერსონის რაიონის სოფელ ლიუბიმოვკაში მოხდა. ასევე, ჩერნიგოვის რაიონში უბრალო მოქალაქეები მტრის ტანკების შეჩერებას ცდილობდნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები