რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს იტალიაც ხურავს

იტალია ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. ინფორმაციას იტალიის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. 

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ფოლკერ ვისინგის ცნობით, გერმანია თავის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის გადაადგილებას კრძალავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.  

კომენტარები