საქართველო-უკრაინა

საქართველოს უნივერსიტეტი უკრაინას 1 მლნ ლარს ურიცხავს, იმდენივეს, რამდენსაც მთავრობა

საქართველოს უნივერსიტეტი, თითოეული სტუდენტის სახელით, უკრაინის #ხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს. სწორედ ამდენი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან.

"თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი სტუდენტების წინაშე, რომ მივცეთ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შევუწყოთ მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას. ვთვლით, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. ამ ომში ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ლექტორების და ადმინისტრაციის სახელით, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. დიდება თავისუფლებას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები