რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს

Reuters

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს.

5 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტენ VISA და Mastercard-იც. რუსეთის ბანკების მიერ გაცემული Mastercard-ის ბარათები აღარ იქნება მხარდაჭერილი ქსელის მიერ, ხოლო ფედერაციის გარეთ გაცემული ნებისმიერი Mastercard-ის ბარათი არ იმუშავებს რუსულ საბანკო და საგადასახადო აპარატებზე. ასეთივე შეზღუდვას აწესებს VISA-ც.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კომპანიების გადაწყვეტილების გავრცელების შემდეგ საკრედიტო ორგანიზაციების პრესსამსახურებმა აცნობეს, რომ რუსული სბერბანკის მიერ გაცემული VISA-სა და Mastercard-ის ბარათები განაგრძობენ ქვეყნის შიგნით მოქმედებას, თუმცა მათი მეშვეობით ვერ გადაიხდიან საზღვარგარეთ, ასევე ვერც უცხოურ ონლაინ მაღაზიებში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები