რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს

Reuters

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფომრაციით, ზელენსკისთვის განკუთვნილი მედალი უკრაინის ელჩს აშშ-ში, ოქსანა მარკოვას რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.

რაიანის თქმით, ჯილდო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერულ თვისებებს ხაზს უსვამს და ასევე, მილიონობით უკრაინელის დაუმარცხებელ სულს, რომლებიც საკუთარი მომავალის არჩევის უფლებას იცავენ და შთააგონებენ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რასაც პრეზიდენტმა რეიგანმა სიცოცხლე მიუძღვნა. 

"სწორედ პრეზიდენტმა რეიგანმა მისცა გადამწყვეტი ბიძგი საბჭოთა "ბოროტების იმპერიის" განადგურებას და გზა გაუხსნა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მის დამონებულ ხალხებს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე"- აღნიშნულია განცხადებაში. 

თავისუფლების მედალი დაარსდა პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ფონდის მიერ 1992 წელს. იგი ენიჭება გამოჩენილ მსოფლიო მოღვაწეებს "მსოფლიოში თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი და მარადიული წვლილისთვის". 

ჯილდოს დაარსების დღიდან მისი მფლობელი მხოლოდ 10 ადამიანია და  მათ შორისაა, მიხეილ გორბაჩოვი, კოლინ პაუელი, მარგარეტ ტეტჩერი და სხვები. 

 

კომენტარები