რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთმა რუსეთს თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი უთხრა

ჩინეთმა რუსეთს თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი უთხრა. ინფორმაცია რუსული ავიაციის წარმომადგენელმა, ვალერი კუდინოვმა გაავრცელა. მანამდე როსავიაციას ნაწილების მიწოდება ამერიკულმა Boeing-მა და ევროპულმა Airbus-მაც შეუჩერეს. 

რუსულ ავიაციას პრობლემები უკრაინაში შეჭრის პასუხად დაწესებული დასავლური სანქციების გამო შეექმნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ რუსი მგზავრების ფრენების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც კუდინოვმა აღნიშნა, რუსეთი ჩინეთიდან მიღებული უარის შემდეგ თვითმფრინავის ნაწილების მიღებას სხვა ქვეყნებიდან შეეცდება. მათ შორის, თურქეთიდან და ინდოეთიდან.

კომენტარები