რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩავუშოღლუ: პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ითქვა, რომ ზელენსკი ასეთი შეხვედრისთვის მზად არის. პუტინიც, პრინციპში, წინააღმდეგი არ არის. პუტინმა ეს იდეა პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრის დროსაც გააჟღერა". - თქვა ჩავუშოღლუმ.

გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვთან პირდაპირ შეხვედრას გარღვევა არ მოჰყოლია, რადგან ეს მაინც დასაწყისი იყო.

"არავინ არ უნდა ელოდოს სასწაულს ერთი შეხვედრისგან. თუმცა, მინისტრების დონეზე შეხვედრა მნიშვნელოვანი დასაწყისია". - თქვა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები