რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როგორც ყველა უკრაინელი, LGBT+ თემი უკრაინას ფაშისტური თავდასხმისგან იცავს – KyivPride

KyivPride

როგორც ყველა უკრაინელი, LGBT+ თემი უკრაინას ფაშისტური თავდასხმისგან იცავს – წერს კიევის პრაიდი და ფოტოებს აქვეყნებს.

"ღიად გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანები ახლა ასრულებენ საომარ დავალებებს და აწარმოებენ ბრძოლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ორგანიზაცია უკრაინის LGBT+ სამხედროები იყენებს საკუთარ საბრძოლო ემბლემას – "უნიკორნს" (მარტორქას). 

თანასწორობის მარშის ათობით წარმომადგენელი მუშაობს ტერიტორიულ თავდაცვასა და მოხალისეებში. ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ უკრაინის ქალები და კაცები ვართ. ჩვენ თავისუფლება გვსურს. 

დიდება უკრაინას!" – წერს კიევის პრაიდი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები