რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსახლეობის 80% უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთსა და პუტინს აკისრებს – CRRC

ვლადიმირ პუტინი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) უკრაინაში ომის შესახებ საქართველოს მოქალაქეების შეხედულებების კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობის 43% რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას, ხოლო 37% პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აკისრებს.

CRRC

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 7-10 მარტს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1 092-მა სრულწლოვანმა პირმა მიიღო, შედეგების ცდომილება 2.96%-ია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები